2022 წლის 26 აპრილს იგეგმება ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის N16 არეალის განაშენიანების გეგმის პროექტის საჯარო განხილვა
4 მარტი 2022
2022 წლის 26 აპრილს, დაბა ბაკურიანში, იგეგმება ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის N16 არეალის განაშენიანების გეგმის პროექტის საჯარო განხილვა. განხილვა ჩატარდება შემდეგ მისამართზე - დ. აღმაშენებლის ქ. N5-ში (კინოთეატრი). საჯარო განხილვის დროდ განისაზღვრა 13:00 საათი.
განხილვაზე დასწრება, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. საჯარო განხილვის დროს ხელმისაწვდომი იქნება განაშენიანების გეგმის პროექტთან დაკავშირებული ელექტრონული დოკუმენტაცია (ასევე, იხილეთ შემდეგ ბმულზე: ბაკურიანის N16 არეალის განაშენიანების გეგმა - ფაილის ბმული). ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის N16 არეალის განაშენიანების გეგმის შესახებ წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2022 წლის 18 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ქალაქ თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №12 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@mrdi.gov.ge